07 ოქტ 2017 23:35 4228

„მეტეორი რომ არ ეცემა სოფო ნიჟარაძეს, მიკვირს“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოფო ნიჟარაძეს მიმართავს:

„მეტეორი რომ არ ეცემა სოფო ნიჟარაძეს, მიკვირს. დღეს პოლიტიკური ნიშნით არჩევენ მომღერლებს თბილისობაზეო. 9 წელი სააკაშვილთან ახლო ურთიერთობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მისთვის ირიცხებოდა მილიონები რათა კლიპები ჩაეწერათ თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე, სოხუმზე და ა.შ., ჩამოყავდათ უცხოელი მომღერლები რომ მხოლოდ მასთან შეესრულებინათ დუეტები, ამ დროს მართლა ვარსკვლავები ჩრდილში იყვნენ. ძვირფასო სოფო შეიძლება შენ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს, მაგრამ ჩვენ ამნეზია ჯერ არ დაგვმართნია.“