12 ოქტ 2017 02:28 813

,,5 საათის გარდაცვლილი იყო, თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი”

ლიკა ქავჟარაძე ბოლო პერიოდში იყო ძალიან კარგად, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ქავჟარაძის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა. 

ფალავანდიშვილი ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს. - წერს itv.ge.

„კიბეებზე ასვლის დროს უჭირდა სუნთქვა, ვფიქრობ შესაძლოა, ყოფილიყო ანევრიზმა ან თრომბი, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს. პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო. თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.