12 ოქტ 2017 14:29 150

„ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?“

პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სადაც რომან გოცირიძემ გააპროტესტა ინფასტრუქტურის დაფინანსების გაზრდა იმ ფონზე, როცა პენსიები არ იზრდება:

"2 წელია, ბიუჯეტში ვერ გამოინახა კაპიკი პენსიების ზრდისთვის. რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? მოვისმინეთ ტყუილები, თითქოს პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იმიტომ, რომ დაგროვებით პენსიაზე გადავდივართო. სინამდვილეში დაგროვებითი პენსია გულისხმობს, რომ მოხდება თანხების დაგროვება მთავრობის მიერ მონიშნულ ფონდებში, რომლებიც ამ თანხების გაცემას დაიწყებენ 20-30 წლის შემდეგ",- განაცხადა გოცირიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 1,258,000,000-დან 1,830,000,000 ლარამდე