12 ოქტ 2017 14:57 437

რას ამბობს მარგველაშვილი ივანიშვილთან ურთიერთობაზე

გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „დოჟდს“, სადაც ივანიშვილთან ურთიერთობაზეც ჰკითხეს.

უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - წერს „პირველი რადიო“

„არასოდეს განმიხილავს ურთიერთობები მედიაში. ვფიქრობ, ამის განხილვა არც არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო მოხელესა და ერთი მოქალაქის ურთიერთობები. ეს მხოლოდ პირადი ურთიერთობებია, რომლის განხილვას არ ვაპირებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.