12 ოქტ 2017 21:11 1027

ირმა ჭკადუა ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საპროკურორო საბჭოს წევრი, "ციანიდის საქმის" ადვოკატი ირმა ჭკადუა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის თამარ ბაგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრვი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ "აიპრესთან" ირმა ჭკადუამ განაცხადა. 

"რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი "ციანიდის საქმეზე" დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული საპატრიარქოში. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს.

მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიები დაწყების.

და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეყილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტემა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული.

მედიას ან ჟურნალისტ ეკრძალება დახურული სასმართლოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება თუ წყარო მიაწვდის?

აი, ამაშია საქმე, არანაირი წყარო, მან ხომ იცოდა რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო და ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს?! კონკრეტულად 381-ე მუხლი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. 

მთელი მსოფლიოსთვის, მითუმეტეს საქართველოს მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ "ციანიდის საქმე" იყო დახურული. ხოლო, დახურული სასამართლო სხდომის ოქმები გასაჯაროება ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რომელსაც არ ჰყავს სუბიეტი.

ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას პასუხი უნდა აგოს სისხლის სამრთლის კოდექსისი 381-ე მუხლით.

გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს.

ჩვენ ჟურნალისტებს არ ვთხოვთ თუ ვისგან მოიპოვეს ინფორმაცია, ჩვენ ვითხოვთ და ასე ვსვამთ საკითხს, თვითონ იცოდნენ რომ სხდომა დახურული  იყო  და მიზანმიმართულად, მათ სასამართლოს საწინააღმდეგოდ გაავრცელეს ეს ინფორმაცია. 

რას ითვალისწინებს სასჯელი?

3 წლამდე პატიმრობას.

"აიპრესი" ირმა ჭკადუას ბრალდებებზე ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს დაუკავშირდა.

"მიმართოს პროკურატურას, თუმცა ვერ ვხდები რა შუაშია სასამართლოს აღუსრულებლობა. ვამზადებ სიუჟეტს და დავრეკე მასთან საპასუხო კომენტარისთვის", - განაცხადა ჟურნალისტმა