16 ოქტ 2017 19:35 4439

იოსებ ღუდუშაური: «არაერთი მონიტორინგი ჩაგვიტარებია და ფასებში უდავოდ ლიდერები ვართ»...

 

საქართველოში არსებულ ჰიპერმარკეტებს რეალური  კონკურენტი გამოუჩნდა, სავაჭრო ცენტრ «უნივერსამის» ქსელი მომხმარებელს კომფორტულ ზონას უქმნის და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს!

 

სავაჭრო ცენტრ «უნივერსამის» მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი ათობით ათასი დასახელების პროდუქციის დიდ ნაწილზე ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფასდაკლება ვრცელდება. მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბნებში უკვე გაფართოვდა და ამჟამად  ცხრა მაღაზიითაა წარმოდგენილი.

«უნივერსამის» მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი და დირექტორი იოსებ ღუდუშაური გახლავთ. ის შეუპოვარი, ნიჭიერი, საოცრად მოწესრიგებული და მიზანდასახული ლიდერია, საჭირო დროს სახელოებსაც აიკაპიწებს და თავად შრომობს, მას ახასიათებს საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულება და ბიზნესწრეებში იოსებ ღუდუშაურს სანდო პარტნიორად მოიაზრებენ. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს წარმატებულ ლიდერთან, რომლის სახელიც მალე  ქვეყნის წამყვან ბიზნესმენთა სიაში ჩაეწერება!

 

იოსებ ღუდუშაური:

- ფუნქციონირება დავიწყეთ 2010 წლის დეკემბრიდან და მომხმარებლის მხრიდან წამოსული მოთხოვნის შესაბამისად ნელ-ნელა გავფართოვდით ქალაქის სხვადასხვა უბნებში და დავიწყეთ საკუთარი პროდუქციის წარმოება. ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის დიდი ნაწილი ჩვენი წარმოებულია. ვაწარმოებთ როგორც პურ-ფუნთუშეულს, ასევე, გაყინულ პროდუქტებს, რასაც ქართული ნედლი ხორცით ვამზადებთ და გვაქვს საკმაოდ დიდი ასორტიმენტი. ჩვენს საკუთრებაშია საკონდიტრო, სადაც მზადდება ნამცხვრები, გვაქვს ასევე ორცხობილების საამქროც.

- რითია განპირობებული თქვენს ქსელში წარმოდგენილ პროდუქციაზე არსებული დაბალი ფასები?

- ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის იმპორტს ჩვენ თავად ვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა. როდესაც ჩვენ ვახდენთ იმპორტს, ამ შემთხვევაში სადისტრიბუციო ფასი ვარდება, ადგილზე ვცლით და მსგავს კატეგორიაში ფასის კუთხით, მინიმუმ, 20-პროცენტიანი სხვაობა გვაქვს, რადგან იმპორტი ხდება დამატებითი ხარჯების გარეშე. ზოგადად, ბაზარზე არსებულ ქსელებთან შედარებით პროდუქციაზე, საშუალოდ, 5 და 15 პროცენტამდე დაბალი ფასი გვაქვს. ჩვენთან წარმოდგენილია როგორც სასურსათო, ასევე, საყოფაცხოვრებო პროდუქტი. გვაქვს ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებიც ჩვენი დაკვეთით იწარმოება და მხოლოდ ჩვენს ქსელში შეგიძლიათ შეხვდეთ. არაერთი მონიტორინგი ჩაგვიტარებია და ფასებში უდავოდ ლიდერები ვართ.

- ხშირად გაქვთ აქციები? რამდენად იაფადაა ამ დროს აქციაში მოხვედრილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

- სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქსელში შეხვდებით ყველაზე მეტ აქციას, თუკი ვინმეს სადმე აქვს. საშუალოდ, 100-დან 150-მდე დასახელების პროდუქტზე მუდმივად გვაქვს ფასდაკლება. თითქმის ყველა სეგმენტში, გარკვეული დასახელების პროდუქტი აქციაშია. აქციის დროს პროდუქტის ახალი ფასი 15-20 პროცენტით ნაკლებია ძველ გასაყიდ ფასთან შედარებით. აქციის დაგეგმვის დროს აქცენტს ვაკეთებთ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რაც მომხმარებლისთვის ნაცნობია და მუდმივად საჭიროა.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენს ქსელში 750-მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, მაგ.: რძის, ხორცისა და ქიმიური პროდუქტების კომპანიებს ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები ჩვენს ქსელში, რომლებსაც თავად კომპანია უხდის ანაზღაურებას, მაგრამ რეალურად მათი დამსაქმებელი ჩვენ ვართ და ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან. ასეთი მუდმივი თანამშრომელი ქსელში 250 გვყავს, გამოდის, რომ რეალურად 1000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. ითვლება, რომ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართამჟამად გვაქვს ოთხი დიდი ფორმატის სუპერმარკეტი, ხუთი პატარა ფორმატის სასურსათო ექსპრესმაღაზია და ერთი მაღაზია მხოლოდ ქიმიის განხრით. ჩვენი სუპერმარკეტების დიდი უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გვაქვს გაფართოების გეგმებიც თბილისის მასშტაბით და  სამომავლოდ აუცილებლად განვიხილავთ ბათუმსა და ქუთაისში ჩვენი მაღაზიების გახსნის საკითხს.

.. დაინტერესებულ მომხმარებელს ვთავაზობთ სავაჭრო ცენტრ «უნივერსამის» ქსელის მისამართებს:

  • თემქა, X კვარტალი, სავაჭრო ცენტრი «უნივერსამი»
  • ყიფშიძის #7
  • გლდანი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, გლდანი მოლი
  • ისანი, ქეთევან წამებულის #98, ისნის ბაზრობის ტერიტორია