31 ოქტ 2017 22:31 13094

„ეს ავაზაკი ნინო ზაუტაშვილი დღეს დგას და თავისუფალი ჟურნალისტის სახელით საუბრობს!“

ქართული მარშისლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს:

- დღეს, ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსით გამოდიოდა ნინო ზაუტაშვილი. მე აქამდე თავს ვიკავებდი იმ ისტორიის გახსენებისგან, რომელიც მე ნინო ზაუტაშვილთან მაკავშირებს. ეს ადამიანი გახლავთ მხედრიონისდროინდელი ჟურნალისტი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდგომ, როდესაც მე დამიჭირეს და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეებს იჭერდნენ, ეს ქალი მათ წამებას ესწრებოდა და იყო ამ წამების უშუალო მონაწილე! სწორედ ზაუტაშვილი და მაშინდელი ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიცმხედრიონელებისგანნაწამები ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან შემდგომში იწერდნენ მონანიების .. ინტერვიუებს. ეს ადამიანები იყვნენ ნაწამები, დაშანთულები, მათ ფრჩხილები დააძრეს ფეხებზე და რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდევაც! აი, ეს არის ნინო ზაუტაშვილი და ეს ავაზაკი დღეს დგას და თავისუფალი ჟურნალისტის სახელით საუბრობს! მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას: ჩვენ, რა თქმა უნდა, ლგბტ პროპაგანდას არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს არც ქართულ სპორტში და არც სხვა სფეროებში, მაგრამ ნინო ზაუტაშვილისნაირ ნაძირლებს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ქართული ჟურნალისტიკის წმინდა სახელი შებღალონ! მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზეზაუტაშვილი გახლავთ ის ჟურნალისტი, რომელმაც 2 თებერვლის ხალხის დახვრეტამხედრიონელებისმიერ ცირკთან, მანამდე კი დიდუბის მეტროსთან, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა, ამას აშუქებდა ისე, თითქოს, მომიტინგეები დაესხნენ თავსმხედრიონისდა მაშინდელი სამხედრო საბჭოს წარმომადგენელს!  

 

„ალია“, ნინო ლაბარტყავა