18 ნოე 2017 18:47 7195

„ეკა კვალიაშვილი არის ნამდვილი ნაგავი“

 

კანადაში მცხოვრები ირაკლი ლომაია, მომღერალ ეკა კვალიაშვილს კვლავ უპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ეკა კვალიაშვილი ირაკლი ლომაიას დაუპირისპირდა, მას შარლატანი მკითხავი ეძახა და განაცხადა, რომ მას კარგად არც კი იცნობდა. ამის შემდეგ კი ირაკლი ლომაიამ მომღერალი „ცირკის ბოზად“ მოიხსენია. ირაკლი ლომაია ამჯერადაც უპირისპირდება მომღერალს. როგორც ის ამბობს, ბოლო დროს ეკა კვალიაშვილის გარშემო ატეხილმა სკანდალებმა გაახსენა ის დიდი წყენა, რაც წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

 

- დღემდე რომ გაიძახის ჩემზე ათას სისულელეს თითქოს საერთოდ არ მიცნობდა და სინამდვილეში დღეში 9 ჯერ რომ ტირილით მოდიოდა ჩემს ოფისში, ხან რა ვალი ჰქონდა, ხან რა პრობლემა და ხან რა გაჭირვება ეგ დაავიწყდა. ისიც დაავიწყდა ლომაია ოქრო - ბრილიანტებს უბრალოდ რომ მეგობრობის სახელით გასცემდა მასზე. არც ის ახსოვს, დაბადების დღეზე 15 ათასიანი პრეზენტაცია ვინ გაუკეთა და არც ის ბოლო მოდელის ტელეფონებს რომელიც იმხანად 1000 ლარზე მეტი ღირდა ვის სთხოვდა მიყიდეო.. და ვინ ყიდულობდა დაუშურვებლად მისთვის ყველაფერს.. და ბევრი და ბევრი. იცით იტყვის ზოგი, რატომ ამადლიო და სასაცილოდ არ მყოფნის ეს ფრაზა, რამეთუ დამადლება რომ მდომებოდა თითსაც არ გავანძრევდი მისთვის თავის დროზე, მაგრამ როდესაც ადამიანი აფერისტულად სულში გიძვრება და ამ დროს შენ ონია, მეგობარია და ბოლოს იგებ, რომ თურმე შენთან ვიგოდნიკობის გამო მეგობრობს თან წლები, საწყენია ნამდვილად. განა რა შემიძლია ამ ქალზე ვილაპარაკო კარგი, როცა არაფრის გამო მლანძღა და მაგინა? ირაკლი ლომაიას სულ არ ვიცნობო, ის ჩემს კონცერტებზე იღებდა ჩემთან სურათებსო, თქვა მან. .. არა და ყველა ფოტო, რომელსაც გიგზავნით, ჩვენი ფოტსესიის დროს, ან ჩემს ოფისში, ან ჩემს სახლში ან და კიდევ ეკას სახლშია გადაღებული.. ასევე მაქვს კადრები თუ როგორ დათვრა ჩემი ცოლის დაბადების დღეზე და მაგიდაზე ეძინა.. ესეც კონცერტებია ხომ? და კიდევ ჩემს ოფისში კალთაში რომ მიხტებოდა, მკოცნიდა და მბურჯგნიდა და მეუბნებოდა, ასე მიყვარხარ იკო და ისე.. ეს ყველაფერი თურმე აფერისტულად წინასწარ დაგეგმილი სცენარი ყოფილა... რამდენი ადამიანი მომიდურებია მის გამო. მეუბნებოდნენ, ეკა არა ის ქალი, შენ რომ ონიაო და მე ყველას ვეკამათებოდი.... გშურთ ალბათ ჩემი და ეკას მეგობრობათქო.. არა და თურმე რა მართალი ყოფილა ის ხალხი.. ეკას სულ უჭირდა, სულ ტიროდა, ხან რა პრობლემა ქონდა და ხან რა.. ბოდიში თქვენთან და, იმ დონემდ ვმეგობრობდით, საცვლების ფულზეც არა ეხათრებოდა მოსვლა.. და არ დავკონკრეტდები ეხლა ძალიან ბინძურ მწვრილმანებამდე.. მაგრამ ზოგიერთებმა რომ არ იცის და ეს ქალი უსირცხვილოდ იპიარებს თავს ეგეც არ უნდა დაიმალოს.. მაშინ გაიძახოდა ლელა წურწუმია მბლოკავს, გავლენა აქვს და ამიტომ კონცერტებზე არ ძახიანო, არაერთხელ უთქვამს ჩემთან პირადში.. და მერე როცა მე დამედურა, თურმე მე დამიწყია რეკვები მთავრობაში და ეკას ეხლა მე ვბლოკავ.. ახლა აგერ მამუკა გამოჩნდა ახალი მსხვერპლი და ასე.. არც ის მავიწყდება მოსკოვში როცა წავედით მე და ცხონებული მზია კვირიკაშვილი, მანდ რომ ჩამობრძანდა ეს ქალბატონი და იქ ქუჩაში იყო. ხო და არიქა მზიას დაურეკა, ეხვეწა და ემუდარა ქუჩაში ვარ შენი ჭირიმე მიშველე რამეო.. იმწამს მე ჩემს მეგობარს გადავურეკე კოტიკო წურწუმიას - სახეზეა ეს ადმაიანი და შეგიძლიათ კითხოთ. მოვიდა და წაიყვანა. ვინ არ შევაწუხეთ და რა თქმა უნდა ყველამ გულში ჩაიხუტა, მაგრამ იქაც ჩასვარა საქმე... მინდა გითხრათ, რომ ამ ქალს არ შეუძლია ადამიანების სიკეთის დაფასება. მხოლოდ ითხოვს, ავალდებულებს, თავი ნამდვილი დედოფალი გონია და საზოგადოებას თავისი შარმითა და ხელოვნებას ამოფარებული  ატერორებს.. ჯერ იმეგობრებს, უახლოვდება, მერე ზეგავლენას ახდენს და ასე სძალავს ხალხს სულ სიცილ - ღიმილში ქონებას, ფულებს, და სხვადასხვა მატერიალს.. ამას პლიუს მოსკოვში ხუბუტიას ფულები ცალკე სძალა .. რაც ეკა კვალიაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს ფულები სძალა მარტო მაგის გამოა ეგ გასაბრდღვნელი.. და ეს მას ჩემთან არა ერთხელ უთქვამს. ფულის მეტი რა აქვს, მომცეს უნდა მე ხელოვანი ვარ და აბა არ უნდა მომცესო?... მე წლებია მასზე ხმას არ ვიღებ, მაგრამ ამასწინათაც გადავეყარე სადღაც ინტერვიუს, სადაც კიდევ მლანძღავდა ხო და მეც მაქვს ჩემი სახელი, ჩემი კარიერა, ჩემი მოთმინება და მეც მიცნობს საზოგადოება მხოლოდ ეკას არა, აქდან გამომდინარე მთელი ცხოვრება არ ვგეგმავ ეკას დებილიზმს ვუსმინო.. ამიტომ,  მე ფაქტებით საუბრობ და გადავწყვტე ეტაპობრივად გავაშუქო ყველა ის ფოტო და ვიდეო რაც ჩემსა და ეკას მეგობრობას უკავშირდება. მითუმეტეს ხალხი არ არის სულელი, ყველაფერს მიხვდება.. და ბოლოს.. ეს ქალი არის ნამდვილად კარგი მომღერალი ამის უარყოფა შეუძლებელია, რაც კარგი აქვს მისი არდანახვა ეკასგან განსხვავებით, მე არ შემიძია. უდაოდ ძლიერი მომღერალია, მაგრამ როგორც პიროვნება, ქალი და მითუმეტეს მეგობარი, არის ნამდვილი ნაგავი!..

 

ლაურა აბრამია