06 დეკ 2017 19:53 3269

თუ სააკაშვილს დაინახავთ, დარეკეთ! - უკრაინის შსს

უკრაინის შსს, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც მიხეილ სააკაშვილს დაინახავს, რომელიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით იძებნება. უწყებამ სააკაშვილი ძებნილთა სიაშიც შეიყვანა და ბაზაშიც განათავსა. შსს-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი - ქალაქი კიევი.  

პირველი რადიო