06 დეკ 2017 20:36 2069

,,გოგოები, რომელნიც ზედაც არ უყურებდენ, შემდეგ რიგში იდგნენ, რომ მის დაკმაყოფილების პატივი რგებოდათ”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე  სტატუსებს აქვეყნებს

,,მიშა სააკაშვილი 51-ე სკოლელი იყო. დღესაც ჭორაობენ ხოლმე იმ თაობის ან ცოტა უმცროსი ტიპები: იიი, ჩმორი იყოო, ხეზე ყავდათ შემოსმული ფიზკულტურაზე და მერე ის ხე მოაჭრეინა პრეზიდენტი რო გახდა, იიი, გოგოები არ ელაპარაკებოდნენ, იიი... 

არადა, რატომ ჩაგრავდნენ, კაცმა რომ თქვას? სხვებზე ნაკლები რით შეიძლება იყოს დაწყებითი კლასების ბავშვი? ან თუნდაც შემდეგი კლასებისა, მაგრამ თანასწორობა, უმანკოება, სიკეთე - დასაწყისში უფრო თვალშისაცემია... რას შეიძლება აშავებდეს ამ ხნის ბავშვი, რომ დანარჩენებმა "ლეგიტიმურად" აითვალწუნონ? 

რა მოხდა ერთი ბავშვის ტრაგედიითო, იკითხავს ვიღაც. არაფერი განსაკუთრებული. შედეგი იყო ის, რომ ეს ბავშვი რამოდენიმე ათეულ წელიწადში ცოცხებითა და ხელკეტებით გაუმასპინძლდა   ზოგს დამსახურებულად და ბევრს დაუმსახურებლად, მისი მჩაგვრელებიდან  ზოგი გაიქცა, ზოგი ჩამპალი ნარკუშაა, და ზოგიც სადღაც ფსკერზე აგდია დღეს. გოგოები, რომელნიც ზედაც არ უყურებდენ, შემდეგ რიგში იდგნენ, რომ მის დაკმაყოფილების პატივი რგებოდათ როგორმე... თბილისი პატარაა, ყველამ ყველაფერი ვიცით.

ყველაფერი ვიცით, ჩვენი სიბრიყვის და არაადამიანობის შედეგების გარდა.  ახლა შეგნებულად არ ვილაპარაკე იმ პოზიტივზე, რაც მის მმართველობას, რა თქმა უნდა, ასევე ჰქონდა. მინდოდა, ამ კუთხით დაგვენახა ეს ყველაფერი. და ვინ იცის, კიდევ რამდენია ასეთი...”

cyc.ge