06 დეკ 2017 21:45 2889

„ხელფასს რომ არ მოგცემენ, აბა რა უნდა ქნა?“- „ექიმები“ „იმედზე“ გადავიდა

,,ექიმები" იწყება! 💫
ახალი სეზონი ახალი წლიდან, იმედზე! 💫
არ გამოტოვოთ, 31 დეკემბერს, 16:00 საათზე! 💫

ჩვენი ექიმები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან! “ - ამ ანონს გადაცემას „ექიმების“ ფეისბუქ-გვერდი აქვეყნებს. როგორც ცოტა ხნის წინათაც ამბობდნენ, „ექიმები“ მეოთხე წევრის, დავით ლოლაძის გარეშე გავა ახალ არხზე და მას ნინო ჩოგოვაძე, კოტე მათითაშვილი და ლევან ხარაშვილი წაიყვანენ.

 

 

ამ ანონსმა ფეიბუქ-მომხმარებლებში სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია:  ვინც რუსთავი 2მა გამოიყვანა და გააპოპულარულა იმედზე გადავიდა ,ან იმედს არ სცხვენია თავისი რო არაფერი აქ და ყველა რუსთავი 2 -ის "გამონაცვალი" გადაცემა რო აქვთ“;კი, სირცხვილია რუსთავი 2 ხელფასს რომ არ არიგებდა“ , უ„ხერხული ისაა, რომ ტელევიზიას დაანგრევ და ხალხს გააქცევ “, „ხელფასს რომ არ მოგცემენ აბა რა უნდა ქნა?“