06 დეკ 2017 21:53 373

უკრაინაში ძებნილი სააკაშვილი რადას წინ სიტყვით გამოდის

 

რადასთან მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მას უკრაინის სამართალდამცავი უწყებები ამ წუთებშიც ეძებენ. უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მთელი დღეა რადას შენობასთან იმყოფება და მხარდამჭერებს პოლიტიკურ გეგმებს აცნობს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ულტიმატუმის ვადა ამოწურულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს აქციაზე, რადას შენობასთან კარავში ელოდება.

პირველი რადიო