06 დეკ 2017 22:04 754

“გაბედავს კი მერია საპატრიარქოსთვის მიცემული მიწების უკან დაბრუნებას?”

უფლებადამცველი ბაია პატარაია  Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„მერია რომ ანიავებს ჩვენ ქონებას, ეს უკვე არახალია. ეკლესიები, რომ მღვდლების დასასაქმებლად და ფულის საკეთებლად უნდა საპატრიარქოს, ეს უკვე ვიცით. მაგრამ ცოტა ხანში რომ გარდაუვალად გამოცარიელდება ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე აშენებული ეკლესია, მერე რა ბედი ეწევა მაგ შენობებს? მათ არც კულტურული, არც არქიტექტურული და არც სულიერი ღირებულება არ აქვთ ამ ქვეყნისთვის და როგორც კი ფარისევლობის სახადი გაგვივა, გაბედავს კი მერია მაგ მიწების უკან დაბრუნებას? ეს პრობლემა იმ მართლმადიდებლურ ქვეყნებში უკვე დგას, სადაც ფარისევლობის ტალღამ უკვე გადაიარა, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ბევრად ნაკლები დარჩა, ვიდრე უგზო-უკვლოდ ნაშენები ეკლესიები.“