07 დეკ 2017 15:13 1887

სააკაშვილმა აბაზანის მისაღებად სასტუმროში შეჭრა სცადა

ურაინელი სამართლადმცველების მიერ ძებნილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „კიევში“ შეჭრას შეეცადა, რათა აბაზანა მიეღო, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კვლავ კარვებს ქალაქს შეაფარა თავი. ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.   

„სააკაშვილი ძებნაში იმყოფება, მან გარშემო „ბოევიკები“ შემოიკრიბა. პოლიცია მწვავე ქმედებებს არ მიმართავს, რათა სისხლი არ დაიღვაროს, რადგან სააკაშვილის სურვილიც სწორედ ეს არის, რათა ყველას აჩვენოს, რომ „მათ სცემენ“.  ჩვენ ასეთ შანსს ვერ მივცემთ.

დღეს დილიდან სააკაშვილმა ორჯერ სცადა სასტუმრო “კიევში“ შეჭრა, რათა რომელიმე ნომერში აბაზანა მიეღო, მაგრამ არ შეუშვეს“, - განაცხადა გერაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.