ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი:
“1-7 აგვისტო მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago), ჭინჭრის (Urtica) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი”
კომენტარები