მუსიკოსი, სტეფანე მღებრიშვილი:
“ესე იგი ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ მქონია. კონცერტი არ მქონია ერთი წელია. ეხლა გავიგე, რომ 1 აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?
ეხლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველ დღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, “ვასესხო” და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენები არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება…
ძალიან დიდი ბოდიში და რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ?
აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს!
პ:ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ!
ამიტომ ნუ შემეცით !”
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 აგვისტოდან, ისევ აპირებს მთავრობა შეზღუდვების დაწესებას. ინფორმაცია, ამ ეტაპზე ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
კომენტარები