ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
ისე ამ ჩვენს იწილო+ბიწილოში, რუსეთში 1 დოლარის ღირებულება 100 რუბლს გადასცდა. არ შველის არაფერი რუსულ ვალუტას, მათ შორის არც ის, რომ რუბლის ვარდნის და ინფლაციის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი რეკორდულ, 21 %-მე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ იურიფდიულ პირებისთვის ბანკის კრედიტების რეალური განაკვეთები 28%-დან იწყება. ეკონომისთა და ბიზნესმენთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისეთი ინფლაციის და საბანკო განაკვეთების პირობებში, როგორიც დღეს რუსეთშია წარმოებების უმრავლესობა იძულებული იქნება გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბრალოდ გაკოტრდება. ეს მათ შორის სამხედრო საწარმოებსაც ეხება.
კომენტარები