1-ელი იანვრიდან მედიკამენტები 40%-ით გაიაფდება.
ფასის ცვლილება პირველ ეტაპზე ონკოლოგიურ და ქრონოკულ მედიკამენტებს შეეხება, რაც დაახლოებით 1 110 წამალს მოიაზრებს.
რეგულაცია როგორც საცალო ქსელის, ისე სადისტრიბუციო აფთიაქებსაც შეეხება. ახალი წლიდან აფთიაქები წამლის ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან, რადგან მკაცრდება კონტროლის მექანიზნები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქცია იმოქმედებს. პირველ ჯერზე კომპანიას გაფრთხილებას მისცემენ, განმეორებითი ფაქტი 5 ათასიდან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
მედიკამენტების ფასის რეგულირება ყველაზე მეტად ეხება მათ, ვისაც ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს და თვის განმავლობაში ძვირიანი წამლის ყიდვა ხშირად უწევს. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების მხრიდან მოლოდინები საკმაოდ მაღალია.
კომენტარები