2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. ამის შესახებ „ალიას“ უწყებიდან აცნობეს:
„ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება.
გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი, რაც თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სისტემაში განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება“
კომენტარები