1 ლარი და 29 თეთრი – თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველების კვებითი უზრუნველყოფისთვის ახალი ტარიფი დაადგინა. ეს ის თანხაა, რომელიც სოციალურად დაუცველებს უნდა ეყოთ.
სოციალურად დაუცველებისთვის სხვადასხვა ტარიფები იქნება თბილისის სხვადასხვა უბნებში.
მოქალაქეები, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ აცხადებენ, რომ სიმშილის ზღვარზე არიან.
საკრებულოს ოპოზიციამ დაითვალა და დაადგინა, რომ ეს 1.29 თეთრი არ არის გამოყოფილი 1ულუფისთვის. ეს თანხა გადანაწილებულია დისტრიბუციაზე, მომსახურე პერსონალის ხელფასზე და კომუნალურებზე.
ოპოზიცია განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ადამიანის გამოსაკვებად.
“1 ლარსა და 29 თეთრში შედის გადასახადი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 20 თეთრი მოაკლდება ამას. გადასახადში დედის ქირის ფული, კონკრეტული ადამიანების ანაზღაურება, კომუნალური გადასახადები და თუ ჩვენ ამ ტანხას გადასახადებს გამოვაკლებთ, მივალთ იქამდე, რომ რეალურად 1ლარი და 29 თეთრი არ არის გამოყოფილი საკვებზე, ეს თანხა შეადგენს 70-დან 80 თეთრს” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები