უფლებადამცველი, ზაზა ჭაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვირუსი ხელიდან გაექცათ და გავრცელება უკონტროლოა, მაგრამ არჩევნების წინ საზოგადოების უკმაყოფილება, რომ არ გამოიწვიონ, არავითარ შეზღუდვებს არ მიმართავენ და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ბავშვებს, ხოლო მოხუცებს, რომლებსაც ყველას რაღაც ,,თამდევი დაავადება” აქვთ, უბრალოდ სასიკვდილოდ წირავენ, ადრე თუ 1 ან 2 დაავადებულზე მთელ მხარეს კეტავდნენ, დღეს 900 დაავადებულზე მხოლოდ ,,რჩევებით” შემოიფარგლებიან. რა, ვირუსის მართვა ისწავლეს? მკურნალობა ისწავლეს? ვაქცინა აქვთ თუ წამალი? ცხადია არც ერთი, უბრალოდ არჩევნების წინ მათი ეკონომიკური პოლიტიკით ისედაც დაქცეული საქართველოს გაღიზიანება არ სურთ და ამიტომ სახელმწიფოს ამ კუთხითაც აქცევენ!…
ვირუსი რესტორნებში 22.00 საათის შემდეგ აქტიურდება?!
1 პაციენტზე საქართველო დაკეტეს და 900 – რესტორნები!”
კომენტარები