სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი გოგეშვილი, წერს:
“დღეს 3000-3000 ლარი მოვიტანეთ მე და ჩემმა ცოლმა სახლში.
დელისიდან გამოვედით 20:51-ზე. მთელი გზა პატრული მოგვყვენოდა უკან. აი ზუსტად კუდზე რო მოგყვება.
20:58-ზე მოვედით სახლთან. ბორდიურზე დავპარკინგდით (მაღალი ბორდიურია და დრო უნდა ნელა ასვლას და ხეებში შესვლას, თან სხვა დაპარკინგებულ მანქანებზე შემოვლასაც დრო მიაქვს). დგას გზაზე და გვიყურებს ისიც და მისი მეწყვილე ქალიც.
გადმოვედით. 1 წუთი აკლია უკვე, წამები აკლია და გვეძახის:- მანდ გაჩერება არ შეიძლებაო.- პირველად ხედავთ აქ მანქანებს – მეთქი?- კიო.
იმ მეწყვილე ქალმა – მეცო. მეც პირველად ვხედავო.- ბოდიში, დაიგვიანეთ, უკვე გვიანია, კანონით არ შეიძლება გარეთ ყოფნა, სახლში უნდა ავიდეთ – მეთქი.
არა, იყავით ცოტა ხანსო – ხო არ გვეტყოდა?
ხოდა წამოვედით.
წავიდა ციმციმაამოძუებული, კი არადა ციმციმა ჩამქვრალი.
ჰაჰ, რა ჩადებული 3000 – 3000 ლარი ამოუვარდათ უკან?
სერიიდან – ყოველი დაზოგილი პენი, ნაშოვნი პენია.
სხვა სერიიდან – იცოდე კანონი, იყავი დაცული.”
კომენტარები