გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოხული გარდაცვალება – შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ასაჯაროვებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112 ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე ვასაჯაროებთ 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს” – თქვა ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.
რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
“თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას” – თქვა ბორცვაძემ და აღნიშნა, რომ რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
“გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“- განაცხადა ბორცვაძემ.
კომენტარები