პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი, თავის ყოფილ პარტიაზე, “ენმ”–ზე საუბრისას, ტვ პირველთან, ამბობს:
“დავტოვე ეს პარტია სწორედ იმიტომ, რომ ფუნდამენტური განსხვავებები მქონდა. წინასაარჩევნოდ, ლელო არ უშვებს შესაძლებლობას წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსის. პროცესები, რაც დღეს პარტიაში ვითარდება, ადასტურებს, რომ ლელოს პოზიცია არის სწორი, პირდაპირ რომ გითხრათ, მე არ ვიცი, ეს პროცესები რითი დასრულდება… თანამშრომლობა – ყველასთან, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას რომ აქვს უმძიმესი პრობლემები, მე არ მგონია, რომ ის პროცესები რაც ახლა იქ მიდის, ამ პრობლემებს გადაჭრის, ალბათ, უფრო პირიქით. ეს არის მათი პარტია, ვნახოთ, როგორ წარიმართება იქ პროცესები, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას მთავარი ალტერნატივა, რომელიც არც ქართული ოცნება იქნება და არც ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსი, ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. ნაციონალური მოძრაობის შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა არანაირად არ არის საინტერესო, იმ დიდი პოლიტიკური პროცესისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას, რათა ივანიშვილი დამარცხდეს.
ამ ქვეყანაში 10 ამომრჩევლიდან 8–ს არ აინტერესებს ნაციონალურ მოძრაობაში რა ხდება, 10 ამომრჩევლიდან 8 ელოდება ახალ პოლიტიკურ შეთავაზებას. “
კომენტარები