დასავლეთ კენიაში მოკლეს კაცი (Masten Wanjala), რომელიც 10-ზე მეტი ბავშვის მკვლელობისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო იხდიდა სასჯელს. ის საპატიმროდან ორი დღის წინ გაიქცა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, დამნაშავემ თავი ქალაქ ბუნგომაში მდებარე მშობლების სახლს შეაფარა, საიდანაც თანასოფლელებმა გამოათრიეს. სასიკვდილოდ ნაცემი კაცი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს.
კაცმა, 5 წლის განმავლობაში, 10-ზე მეტი ბავშვი მოკლა. ყველა მათგანი ბიჭი იყო. მან პოლიციას თავად აჩვენა ადგილი, სადაც ბავშვების ცხედრები დამარხა.
კომენტარები