პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში მათ კლინიკაში არცერთი ახალი პაციენტი არ მიუღიათ.
რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ელოდებიან 11 პაციენტის ტესტის პირველად პასუხს.
“ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს, 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. ყველას რაოდენობა სტაბილურია, მხოლოდ ერთი გყვავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით დადებით დინამიკაში არის.
დანარჩენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არცერთ მათგანთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება და კლინიკური ნიშნები არ აქვს. ვაკვირდებით მხოლოდ და მხოლოდ და ველოდებით პროტკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ეს პაციენტები ყველა დატოვებს კლინიკას”
ნიუპოსტი
კომენტარები