ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
მთავარი არხი, mozaikanews-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის რეცხვისთვის. უწყებას მომსახურების შესასყიდად 7 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
აღნიშნული ავტომობილებით კასპის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები სარგებლობენ.
“რეცხვისას გამოყენებულ უნდა იქნეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტოსამრეცხაო(ები)-დან ერთი მაინც უნდა მდებარეობდეს კასპის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან (კოსტავას ქ. #18) არაუმეტეს 5 კმ-ის მოშორებით”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.
ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი ტალონის მეშვეობით, 2022 წლის 01 იანვრიდან -2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კომენტარები