ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“მიშა კვდება და გარეთ არ გამოდიხართ, სიმულიანტობსო.
სახელმწიფო სულს ხომ ნამდვილად ღაფავს?! მაინც ეკრანებთან სხედხართ.
ბევრი ხართ ემიგრანტების ოჯახის წევრები, სოციალურად შეჭირვებულები, დევნილები, მრევლი, ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები, ჩემი ბენეფიციარებიც მათ შორის. ახლა, ზუსტად ის დროა, როცა რომელიმე პოლიტიკოსის მოწოდების გამო კი არა, შემდეგი მიზეზების გამო უნდა გამოხვიდეთ, რადგან გიუქმდებათ შემდეგი დაფინანსების წყაროები იმ კანონპროექტით, რომელსაც ახლა საკომიტეტო მოსმენაზე ქართული გვარ-სახელების მატარებელი რუსი დეპუტატები ლობირებენ:
1. დევნილები ვეღარ ისარგებლებთ უფასო უმაღლესი განათლებით,
2. პატარებს ვეღარ გაუკეთებთ უფასოდ ვაქცინებს,
3. შეჩერდება ისეთი მასშტაბური ჯანდაცვის პროგრამები, როგორიცაა C ჰეპატიტის.
4. შიმშილის ზღვარზე მყოფები ვეღარ გამოიკვებებიან უკიდურესად შეჭირვებული მოქალაქეები იმ უფასო სასადილოებში, რომლებიც ფინანსდება დონორების მიერ.
5. მოზარდები ვეღარ ისარგებლებენ ფსიქოლოგებისა თუ სოციალური მუშაკების სერვისებით.
6. პატარები, რომლებსაც განვითარების შეზღუდვა აქვთ, ვეღარ გაივლიან რეაბილიტაციის პროექტებს.
7. დანგრევის პირას მყოფი კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია შეჩერდება, მაგალითად – ჯვრის მონასტერი მცხეთაში რეაბილიტირებულია დასავლური დონორის მიერ.
8. ნიჭიერი სტუდენტები ვეღარ ისწავლიან გრანტით საზღვარგარეთ.
9. ემიგრანტების ფულადი გზავნილების მიმღებელი მიჩნეულები იქნებით იმ ქვეყნის აგენტად, საიდანაც თქვენივე ოჯახის წევრი საარსებო თანხას გირიცხავთ. ამის გამო კი 5 წელს საპყრობილეში გაატარებთ.
10. და ბოლოს, ვინც ახლა ამას კითხულობ აუცილებლად შეგეხება შენ, რადგან აგენტებად მიიჩნევენ მათ, ვიზეც ე.წ. ანონიმშიკი თქვენი “აგენტობის” შესახებ გააკეთებს თაბახის ნაგლეჯზე შეტყობინებას და ამისთვის 5 წელს გაატარებთ ქოცთა ციხეში.
თუ არ გინდათ რომ ჩემს და თქვენს სამშობლოში ეს მოხდეს, კარზე კაკუნის შიში დაბრუნდეს, გადასახლება და დაპატიმრება ხალხის მტრისა და საშიში ელემენტის წოდებით არ გამართლდეს, მაშინ ახლა, საქართველოს პარლამენტთან მობრძანდით! ხვალ შეიძლება აღარც იყოს…”
კომენტარები