საქართველოს დიდ ქალაქებში 18 იანვრიდან სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადეს.
ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, ყველა სხვა ქალაქში სწავლა ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ქალაქები, სადაც სწავლა დისტანციურად გრძელდება არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
დისტანციურად იწყება სწავლა აჭარაშიც.
კომენტარები