გაეროს განცხადებით, კორონავირუსის გამო მსოფლიო „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილის რისკის წინაშეა. ამის შესახებ ინფრომაცია გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
„საკვების კრიზისის გლობალური ანგარიშის“ მიხედვით გაერომ ის 10 ქვეყნა დაასახელა, რომლებიც შიმშილის რისკის წინაშეა, ეს ქვეყნებია: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
გაერო-ში აცხადებენ, რომ ეს 10 ქვეყანა განსაკუთრებით არის დაზარალებული კონფლიქტებისგან, ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებებისგან.
„მსოფლიო საკვების პროგრამის“ ხელმძღვანელის, დევიდ ბიზლის განცხადებით, კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, სასწრაფო ზომებია მისაღები.
„თუ ჩვენ ვერ მივაწვდით ამ ადამიანებს მათთვის საჭირო სასიცოცხლო დახმარებას, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლოა, სამ თვის განმავლობაში ყოველდღიურად 300,000 ადამიანი დაიღუპოს შიმშილით“ – განაცხადა დევიდ ბიზლიმ.
კომენტარები