„ენმ“-ს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„10 წელი 2012 წლის 1 ოქტომბრის კატასტროფიდან.
ეს იყო ეროვნული დამცირების, უბირი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების (მარტო ბერას მიერ სკოლის მოსწავლეების დასაშინებლად გაგზავნილი სპეცრაზმი რად ღირს), დიდი კორუფციის, კრიმინალის დაბრუნების, სასამართლოს სრული ჩამოშლის, ინსტიტუტების ნგრევის, შეკვეთილი და “გამოუძიებელი” მკვლელობების (რაფალიანცი, კიწმარიშვილი, მაჩალიკაშვილი, ბაჩალიაშვილი, კოდორი 2007-ის სპეცრაზმელები…), რუსების უკონტროლო ბოგინის (ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები კარგად არიან, სამაგიეროდ, რეჟიმმა “სია” მიიღო – სია, რომლის ასამუშავებლად თითი თითზე არ დაურტყამს. არც აპირებდა, რადგან იცოდა, რომ დავივიწყებდით), მორალური დეგრადაციის (17 მაისის და 5 ივლისის სისხლიანი დარბევები), წითელი ინტელიგენციის რევანშის, სიცრუის, სიმხდალის, სიბნელის, ღალატისა და უიმედობის 10 წელი… 10 წელი, რომლის მანძილზეც არ გამოვლენილა არც ერთი რუსი ჯაშუში, ხოლო ისინი, ვინც წინა ხელისუფლების მიერ იყვნენ გამოვლენილი, გათავისუფლდნენ.
ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, ამ დღეს რუსეთმა საქართველოზე კონტროლი დაიბრუნა.
აკი ამბობდა პუტინი, რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხიო. განა მარტო თქვა, ბედუკაძე კრემლში მიიწვია და დააჯილდოვა, წარმატებული სპეცოპერაციისთვის.
აკი თქვა დუგინმა, 2008 წელს თბილისში ტანკებით რომ შევსულიყავით, ამაზე უკეთეს მთავრობას ვერ დავსვამდითო.
2012 წლის 1 ოქტომბერს, რუსეთმა საკუთარი პასტებით დაგვიპყრო. ამას დღეს ისინიც ხვდებიან, ვისაც მაშინ უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდოდა და ვისაც მიამიტურად ეგონა, რომ თუ არ მოეწონებოდათ, ამათაც გადაირჩევდნენ.
უკეთესის ძიებაში, ქვეყანა ლანგრით მივართვით ყველაზე უარესს, რაც კი ქართულ ისტორიულ სხეულს ოდესმე უშვია: უყველაზე უღირსს, ლაჩარსა და ბოროტს.
ერთ-ერთი ყველაზე შავი დღეა საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში.“
კომენტარები