ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:
“გალერიის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას ქალი, რომელიც რაღაც წვრილმანებს ყიდის იქვე ქუჩაში, მათ შორის საყვირებს. დღეს დედების მარშის ერთერთმა მონაწილემ საყვირის ყიდვა მოინდომა, ამ ქალმა ამოიღო რამდენი საყვირიც ქონდა და ყველა აჩუქა მომიტინგეებს. “თქვენ შემოგევლეთ, აიღეთ, მეც დედა ვარო”. დაახლოებით 100 ლარის პროდუქტი გააჩუქა წამში. ხომ წარმოგიდგენიათ ეს თანხა ამ ქალისთვის რამდენს ნიშნავს?!
დარწმუნებული ვარ ეს ქალი სულ იქ დგას, როდესაც ჩაივლით, აუცილებლად იყიდეთ მისგან რამე!
სიკეთეზე და სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს!!! “
კომენტარები