სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“100% სიმართლეა. ჩემი ოჯახის წევრი არასწორი მკურნალობის შედეგად მიღებული ბაქტერიის შედეგად გარდაიცვალა და არა კოვიდით.
უამრავი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს და უკეთეს. უცხოეთში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ მოვასწარით, შეჭმული ჰქონდა მთელი ორგანიზმი. ბევრი ადამიანი მოკლეს და კლავენ!!!
მოვა დრო და ჩატარდება სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება ეპიდემიის პერიოდზე, მის მიმდინარეობაზე, მენეჯმენტზე და ნაკეთებ მილიარდზე.”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებისას, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა:
“გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია და გვაქვს კლინიკები, სადაც 15% არის… ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“
კომენტარები