100 წლის შემდეგ ყველა, მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს – ასეთია ოცნებას “გამოყოფილი” მაჭარაშვილის შეფასება უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებზე.
“ხალხის ძალის” წევრი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უკრაინაში მებრძოლს ქართველებს “საწყალი ბიჭები” უწოდა, ბოდიში არ აქვს მოსახდელი:
“ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტა რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე. საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტა? კითხეთ ხოშტარიას საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტა ნაძვის ხეზე ?” ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
„ნიუპოსტი“
კომენტარები