ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა თავდაცვის სამინისტროს სახელით. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე თავდაცვის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარის ჩამოწერას გეგმავს 1000-მდე ადამიანისთვის, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანება ჰქონდათ.
განცხადება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გორში გააკეთა. ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა და მინისტრმა გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ჰოსპიტალის დირექტორმა პაციენტებს, რომლებსაც დავალიანება უფიქსირდებოდათ, წერილები გაუგზავნა და თანხის გადახდა მოსთხოვა, წერილების ადრესატების ნაწილი უკვე გარდაცვლილია.
კომენტარები