საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1071 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 341 894-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 324 426 პირი.
დადებითობის მაჩვენებელია, დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%-ია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კომენტარები