„თუკი რაიმე სჭირდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის იმ ფლანგის გონზე მოსვლა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.
„11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია და ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებულია. პირველ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს მათი გამოსწორებისა და სწორ კალაპოტში ჩადგომის. დღეს, თუკი რაიმე სჭირდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის იმ ფლანგის გონზე მოსვლა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად“
როგორც დღეს გავრცელდა, გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.
კომენტარები