ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აფეთქება ბათუმში დღეს, 13 თებერვალს მოხდა. ზღვის ნაპირთან ახლოს, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კვამლი ჩანს და აფეთქების ხმა ისმის. თვითმხილველთა თქმით, ძლიერი ხმა ქალაქში, დაახლოებით, 18:00 საათზე გაიგეს.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
(ვიდეო)ძლიერი აფეთქება ბათუმში – სანაპიროზე პოლიციაა მობილიზებული
კომენტარები