თურქეთის მოთხოვნით ნატო საგანგებო კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატოს საგანგებო კონსულტაციის მოწვევა ნატოს წესდების მე-4 მუხლის თანახმად მოხდება.
ნატოს წესდების მე-4 მუხლი ამბობს, რომ მხარეები გამართავენ კონსულტაციებს, თუ, რომელიმე მათგანის აზრით, ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა თუ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
სირიაში იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.
კომენტარები