ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას ის 12 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს და საგანგები ბრიფინგზე განაცხადა:
მინდა, სააზოგადოებას წარვუდგინო 12 პუნქტიანი გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების და ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ, ცხადია, გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. ანუ „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.
პირველი ნაბიჯი – მიხეილ სააკაშილის გათავისუფლების შტაბი შეიქმნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციებს შედეგად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში აქტიურად და გამოიყენებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით ენმ-ს ყველა რესურსს.
მეორე, იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და გენერალური მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ ენმ-ს დამფუძნებელი, პეტრე ცისკარიშვილი.
მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გაძლიერებას. რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანზიაციის კონფერენციები და ეს მოხდება 100 დღეში. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, რომელსაც გვთავაზობს კორუმპირებული კალაძე.
მეოთხე პუნქტი იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც, ფაქტობრივად, ამ დროისათვის არის ქმედუუნარო, ამიტომ ავტონომიურ რეჟიმში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებების და სიახლეების ეპიცენტრი.
მეხუთე პუნქტი უკავშირდება რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვას.
მეექვსე – ვაპირებთ, ჩვენი საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თითმმართელობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივი. ეს კონგრესი იქნება ყველასთვის ღია.
მეშვიდე – ეხება პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
მერვე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღებაში.
მეცხრე – ემიგრანეტბთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ გამარჯვებისთანავე და პირველ 100 დღეში ჩვენ უზრუნველყოფთ ემიგრანტების, ენმ-ს მხარდამჭერების აღრიცხვას და ამ ადამიანებს, ენმ-ს პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი და ასევე, ენმ-ს საპარლამენტო სიის შედგენის დროს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმოდგენილი იყვნენ ენმ-ს საპარლამენტო სიაში.
მეათე – ჩამოყალიბდება ენმ-სთან სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიონალები, რომელ გუნდთან ერთადაც ვიმუშავებთ, რომ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შევთავაზოთ საზოგადოებას.
მეთერთმეტე – გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება.
და ბოლოს – ენმ-ს ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის.”
ლევან ხაბეიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ში არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს.
კომენტარები