ინდოეთის სასამართლოს მიერ გამოტანილმა ახალმა კანონმა ქვეყანაში საზოგადოების მხრიდან დიდი აღშფოთება და ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. საქმე ეხება სასამართლოს მიერ დადგენილ კანონს, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანზე ხელების ფათური არ ჩაითვლება სექსუალურ შევიწროებად და ძალადობრივი აქტის განხორციელების მცდელობად, თუ ბავშვს აღნიშული მოვლენის დროს ტანსაცმელი აცვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გასულ კვირას ბომბეის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პუშპა განედივალამ დაადგინა, რომ 39 წლის მამაკაცის მხრიდან 12 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მას არასრულწლოვანისთვის ტანსაცმელი არ გაუხდია, რაც ნიშნავს იმას, რომ ე.წ კანიდან კანზე კონტაქტი არ ყოფილა.
სასამართლოში არსებული დოკუმენტების თანახმად, ცნობილი ხდება, რომ მამაკაცმა ტროპიკულ ხილზე, ბუავაზე დაპატიჟების საბაბით თავის სახლში მიიყვანა ბავშვი 2016 წელს, რა დროსაც იგი არასრულწლოვანს მკერდზე შეეხო და სცადა რომ ლიფი გაეხადა მისთვის. იგი ქვედა ინსტანციის სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 იანვარს გაიმართა სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც მოსამართლე განედივალამ დაასკვნა, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისი აზრით, უფრო მკაფიო მტკიცებულებაა საჭირო განაჩენის დასამტკიცებლად.
კომენტარები