ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეს პოსტი 26 აპრილსაა დაწერილი. ჯერ კიდევ მაშინ, ინდოეთზე უარესი მდგომარეობა გვქონდა 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობის მიხედვით. სწორედ იმ დროიდან ჩანდა ის, რაც დღეს ხდება საქრთველოში და ამიტომ შევეცადე დაგხმარებოდით სინამდვილისთვის თვალის გასწორებაში.
დღეს საველე ჰოსპიტლებამდე მივედით…კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისეთ გადატვირთულ ჯანდაცვას რომ ებაროს ჩემი სიცოცხლე, როგორიც დღეს ქართული სისტემაა მართლა ცხვირს არ გამოვყოფდი სახლიდან, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.
თავს გაუფრთხილდით. ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიცავით ჰიგიენის წესები უმკაცრესად. დაივიწყეთ მკვლელი ქორწილები, თავყრილობები, კონცერტები… გაუფრთხილდით ერთმანეთს.
აღარაა დარჩენილი დიდი რესურსი ჯანდაცვის სისტემაში. ვერ გაუძლებს სამედიცინო პერსონალი ამ გადაღლას.
უმძიმესია ქართველი ექიმის, ექთნის, ჰოსპიტალური სექტორის პერსონალის ყოველდღიურობა… გადაიღლებიან და ვეღარ მოგემსახურებიან. დაინდეთ ექიმები, დაინდეთ თუ გინდათ რომ გადარჩეთ…
გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პანდემიურ ვალდებულებებს…
სასწრაფოდ აიცერით, ამით სიკვდილისგან დამცავ ჯავშანს მოირგებთ მინიმუმ მთელი წლით, შეიძება მთელი ცხოვრებითაც (ამაზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს)…”
კომენტარები