მძიმე დაზიანებები ფეხებზე, ხელებზე და მთელს სხეულზე- 13 წლის მოზარდი მამას და ბიძას სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. მეშვიდე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ ის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს, მიზეზი კი შეყვარებული გახდა.
პოლიციამ ძალადობაში მხილებული კაცები პოლიციაში გადაიყვანა.
„იმის ნიადაგზე, როცა გაიგო, რომ ბავშვს ჰყავდა შეყვარებული, სცემა, სულ წიხლებით სცემა ბავშვს ნეკნებში. ეს ყველაფერი პოლიციაშიც არის დაფიქსირებული, სადაც ბავშვი აფიქსირებს, რომ “ვეღარც კი ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, სამი დღე სკოლაშიც ვერ წავედი”.
ბავშვს ეუბნებიან, ესეთ რაღაცას, სოციალურ მუშაკთან იტყვი ყველაფერ საპირისპიროს, რომ დედა გავიწროებს, იტყვი, რომ დედა ძალადობს შენზე.
ბავშვის ჩვენების შემდეგ, ბიძაც და მამაც დააკავეს, თუმცა დღეს დაიწერა შემაკავებელი. მე ვამბობ, რომ ამ ხალხს ჩემზე უკეთ არავინ იცობს, ვიცი ვინები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან, არის მუქარა, არის ძალიან დიდი ზეწოლა. მე არ მაქვს იმის იმედიც, რომ თუნდაც ჩემს ოჯახს, ჩემი მამის ოჯახს არ მიაყენებენ რაიმე ზიანს”- ამბობს მოზარდის დედა.
ქალი ამტკიცებს, რომ ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა კლასის დამრიგებელმა, თუმცა რეაგირება არ მოახდინა.
დამრიგებელი, არც კი დაინტერესდა ჩემი შვილის ამბით, მაშინ, როცა ყველა პოლიციაში იყო, ის ამ დროს რეკავს ერთ-ერთ ბავშვთან, რომელიც მთავარი მოწმეა და ეუბნება, რომ თუ პოლიცია მოვა და მოითხოვს შენს დაკითხვას იტყვი, რომ არც არაფერი მომხდარა ისეთი ყველაფერი მოიტყუილა.” – დასძინა მან.
„ტვ პირველი“
კომენტარები