13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ 40 წლამდე მამაკაცი გუშინ დააკავეს. მოზარდი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა, იგი დედამ წლების წინ მიატოვა, მამა კი საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციით მამა და ბებია ალკოჰოლდამოკიდებულები იყვნენ და სავარაუდოდ, ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა. 13 წლის გოგო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ის სამი წელი არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
კომენტარები