27 მარტს, მექსიკაში 13 წლის მოზარდი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას აკვაპარკში აღნიშნავდა, დაიხრჩო. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
შემთხვევა მექსიკის კალაკ პლაია-დელ-კარმენში მოხდა. 13 წლის ლეონარდო ლუნა გერერო მშობლებთან და სამ და-ძმასთან ერთად გასართობად აკვაპარკში წავიდა. მოზარდს ფეხი წყლის ფილტრში გაეჭედა და ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლო. თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ხუმრობდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის წყლის ზედაპირზე ვეღარ ამოდიოდა.
ბიჭი მალევე ამოიყვანეს აუზიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები