„სტრატეგია აღმაშებელის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს მიმართავს:
ელისო გაგიკეთეთ სია იმ მისამართებისა სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ! იქ რომ მიხვალთ თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რომ კარგად დაინახოთ რეალობა. შუშის ,,ბანკების” ხმასაც გაიგებთ მუქი ფერის ჩანთებიდან. ხო ეგ ჭურჭელი და მაიონეზის პლასტმასის ყუთები დააქვთ ძირითადად უფასო სასადილოებში მიმავალ ადამიანებს საჭმლის ჩასასხმელად რომელსაც მათთვის სახელმწიფო იმეტებს და 1 ლარი და 30 თეთრი უჯდება ერთი ბენეფიციარის გამოკვება. იმ მარკეტებში თქვენ რომ დადიხართ და რიგებს ხედავთ ამ ფასად იყიდით რამეს? ალბათ მხოლოდ პარკს რაშიც ნაყიდ პროდუქტს ალაგებთ. მაგ მარკეტებისგან განსხვავებით უფასო სასადილოებთან რიგებში ბავშვებსაც ბევრს ნახავთ. ეს ყველაფერი არ იცით და არც გაგიგონიათ? არ მიკვირს. იმიტომ რომ თქვენ ,,პარლამენტში” ხალხს კიარა ბიძინას წარმოადგენთ მხოლოდ. აბა გელოდებით –
აი უფასო სასადილოების მისამართების ნაწილი:
ლილოს დასახლება, ჭირნახულის 18, მესამე მასივი 1 კვარტალი კ ,,ვ”, ქინძმარაულის 5, აეროპორტის დას.. სანშიაშვილი 18, ჭიჭინაძის ქ.1 კ4, გუმათჰესის 17, ორთაჭალის 36, ზემო ფონიჭალა კორპ 22, ჩიტაიას 14ა, ლიბანის 31, ი. ვეკუას 22, ჩკალოვის ქ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზ,…
პს: წამოგყვებით რომ არ დაიკარგოთ 591051601
ელისო ბოლქვაძეს გადაეცით დამიკავშირდეს”
კომენტარები