სამოქალაქო აქტივისტი ბესო ადამია, სოციალური ქსელით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს:
“საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჩიჩილაკის კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში შეტანა ადარდებს, ამ დროს წელს 30 აპრილს, 20 წელი გადის რაც პარიზში ეიფელის წინ მშვიდობის კედელზე 49 ენის გვერდით სიტყვა მშვიდობა ქართულ ენაზე რომ არ წერია, რამდენი არ ვწერე მიშას და დღევანდელ ხელისუფლებას, არ იღებენ ხმას არა, მასონები კი არადა ჩვენი სისუსტის ბრალია, ტაშ–ფანდური ფრანგებს არ აკვირვებს, არც დიმიტრი ამილახვარის საფრანგეთისათვის თავგანწირვა, ეხ ქალბატონო სალომე რა თანამდებობას აცდენ–აფუჭებ, პარიზის მშვიდობის კედლის გახსნისას 2000 წლის 30 აპრილს, პირში წყლის ჩაგუბებისას საქართველოს პრეზიდენტობაზე თუ ოცნებობდი, როდესაც აღნიშნულ მონუმენტზე 49 ენის გვერდით სიტყვა ,,მშვიდობა,, ქართულ ენაზე რომ დაჩაგრეს, კავკასიური ენებიდან ფრანგებმა მხოლოდ სომხურ ენაზე დააფასეს,
აკრიტიკეთ ეხლა სომხები, საკუთარ ქვეყნის გულში ქართული სიტყვის არარსებობაზე ხმას რომ ვერ იღებთ და კომპიუტერის კლავიატურას 24 საათი არ აცდენთ, არ მჯერავს ფარისევლების, პოპულისტები, თავიდან დამეკარგეთ, ვისაც სიტყვა გეთქმით და ხმას არ იღებთ, გრცხვენოდეთ, ფეისბუქის მთავარი გვერდი ხომ დამიკეტეთ, რომ ჩემი კომენტარი არ დაიდოს და თქვენმა სამეგობრომ არ გაიგოს თქვენივე სისუსტის შესახებ….!”
კომენტარები