ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს, რომ 2019 წელის ივნისში ორჯერ ამაზე მეტი რუსი შემოსულა ქვეყანაში ვიდრე ახლა.
“ივნისის თვეში 135 000 რუსი ტურისტი შემოვიდაო და ატყდა პანიკა, გვიპყრობენო. ყველგან რუსები არიანო, კუროტებზე მარტო რუსული ლაპარაკი ისმისო და ირკვევა, რომ 2019 წელის ივნისში ორჯერ ამაზე მეტი რუსი შემოსულა.
ჰოდა, მაშინ უჩინარები იყვნენ და არ ლაპრაკობდნენ? თუ მაშინ გეკიდათ?
უკრაინის ომმა შეცვალა ყველაფერიო არ მითხრათ! აბა, 2008 წლის ომი გვეკიდა?
მე მაგალითად, 2008 წლის მერე მაღიზიანებს ყველაფერი რუსული(არც რუსულ პროდიქციას ვყიდულობ და რუსული სიმღერების მოსმენით არც მანამდე ვიკლავდი თავს), მაგრამ, რადგან ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ეს უღირს (შეგახსნებთ, რომ ეს მიშამ გადაწყვიტა, როცა ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი), მაშინ მოგვიწევს ატანა.
ან არადა გადავწყვიტოთ, რომ რუსული ლაპარაკი იმდენად გვაღიზიანებს, რომ მათ ხარჯზე ტურიზმის განვითარება არ გიღირს. “ჭრელო პეპელას” პოზიცია არ გამოვა: თან რუსი ტურისტი გინდა და თან რუსულის გაგონენლბა – არა, ეს როგორ წარმოგიდგენიათ? მარტო მინჯები შემოვუშვათ?
რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ მთავარი ის კი არაა, რამდენი შემოვიდა, არამედ რამედენი რჩება, თორემ ტურისტულ სეზონზე შემოსულების აბსოლუტური უმრავლესობა უკან წავა.
დარჩენის პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადას ერთი წლიდან სამ თვემდე შევამცირებთ.”
კომენტარები