14 მაისს წმინდა კორონას ხსენების დღეა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა.
„ითვლება, რომ წმინდა კორონამფარველია ეპიდემიების დროს. 16 წლის გოგონაა, მეორე საუკუნის წმინდანი, რომელიც 170 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს“, – განმარტა ჯაღმაიძემ.
სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომაელი ჯარისკაცის – ვიქტორის წამება, რომელსაც ქრისტიანობის გამო ჯერ თვალები დათხარეს და შემდეგ თავი მოკვეთეს.
გადმოცემით, ვიქტორის წამებას გულგრილად ვერ უყურებდა მეორე რომაელი ჯარისკაცის მეუღლე სახელად კორონა, იგი უთანაგრძნობდა და ამხნევებდა ვიქტორს. ამის გამო რომაელებმა ისიც არ დაინდეს, შეიპყრეს, მიაბეს ორ პალმაზე და ორ ნაწილად გაგლიჯეს.
მოგვიანებით, ვიქტორიც და კორონაც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
ვიქტორის და კორონას ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 14 მაისს და 24 ნოემბერს (ძველის სტილით 11 ნოემბერი).
წყარო: პრაიმტაიმი
კომენტარები