ქობულეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ ნიკა ტაკიძეს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი გოგო ამხელს.
TV 25-ის ექსკლუზივში ანა დიასამიძე რამდენიმე წლის წინ მომხდარს იხსენებს და აცხადებს, რომ 17 წლის ასაკში ნიკა ტაკიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების ობიექტი გახდა.
როგორც გოგონა აღნიშნავს, ბრალდებული წვეულებაზე გაიცნო, სადაც მან არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროება სცადა. ანა დიასამიძის თქმით, მომხდარი მხოლოდ ერთი მიზეზით არ გაახმაურა – მას ძალოვანი უწყებების მხრიდან მკაცრი რეაგირების იმედი არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში რამენიმე დღის წინ 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ის რამდენიმე თვის წინ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. ჩაუტარდა ექსპერტიზაც, თუმცა პოლიციას მაშინ დამნაშავე არ დაუკავებია. ბრალდებული მხოლოდ გოგონას თვითმკვკლელობის შემდეგ დააპატიმრეს. ირკვევა ისიც, რომ მოზარდი ბიძებისა და ბაბუის მხრიდანაც განიცდიდა ძალადობას. როგორც გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, შესაძლოა, მორიგი ძალადობის დროს გოგონა შემოაკვდათ და მომხდარი სუიციდად მონათლეს. წყარო: TV 25
კომენტარები